COVID19
რეგიონში ინფიცირებულთა უმეტესობა ახალციხეში გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 287 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში დაფიქსირდა 18 ახალი შემთხვევა, აქედან: 1 ადიგენსა და 17 ახალციხეში.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 35 პირი. კვლევაში რჩება 302 ნიმუში. 

24 საათში გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 180 გახდა. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 824 პირი. მათ შორის: ადიგენი - 30, ასპინძა - 12, ახალციხე - 438, ახალქალაქი - 170, ბორჯომი - 52, ნინოწმინდა - 122 პირი.

კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 38 პაციენტი. ამ დრომდე, რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით  55 პირი გარდაიცვალა.
| Print |