COVID19
საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 668 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 811 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 470, აჭარა - 53, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 53, შიდა ქართლი - 39, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 356 179-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 672 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 341 775-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 096 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 282 საიდანაც 2 935 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 672 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, 599 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 748 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 537 პირი.
| Print |