COVID19
საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 350 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 741 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 414, აჭარა - 38, იმერეთი - 82, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 40, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 39, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 356 920-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 945 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 342 720-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 114 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 060 საიდანაც 2 926 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 647 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 181 პირი. 

602 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 532 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 11 150 მოქალაქე.
| Print |