საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 656 ახალი დადასტურებული შემთხვევა. თბილისი 368, აჭარა - 48, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 22, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 37, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 361 484-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 861 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 347 653-მდე.
კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 228 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 577 საიდანაც 2 612 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 674 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი.
579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 386 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 8 187 მოქალაქე.