საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ს ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 699 ახალი დადასტურებული შემთხვევა. თბილისი 418, აჭარა - 36, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 36, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 362 183-ს.
24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 614 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 348 267-მდე.
კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 237 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 653 საიდანაც 2 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 657 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი.
585 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 476 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 7 923 მოქალაქე.