საქართველოში კორონავირუსის 754 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 928 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 754 ახალი დადასტურებული შემთხვევა. თბილისი 435, აჭარა - 35, იმერეთი - 76, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 22, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 35, კახეთი - 69, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 362 937-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 438 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 348 705-მდე.
კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 255 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 951 საიდანაც 2 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 639 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 159 პაციენტი.
585 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 804 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 7 767 პირი.