COVID19
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 253 988 ადამიანია აცრილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 253 988-ია.

რაც შეეხება დღიურად ჩატარებულ ვაქცინაციას, ეს რიცხვი 2 267-ია.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ამ პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობდა შემდეგი ვაქცინებით: „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“.
| Print |