COVID19
საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ს ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 074 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 352 ახალი შემთხვევა. თბილისი 225, აჭარა - 21, იმერეთი - 23, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 13, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 11. 

შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 363 874-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 808 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 350 466-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 275 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 107 საიდანაც 2 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 600 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 164 პირი.

598 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 4 907 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 241 პირი.
| Print |