COVID19
964 ინფიცირებული, 8 გარდაცვლილი - კორონავირუსი ციფრებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 190 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 964 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

თბილისი 629, აჭარა - 25, იმერეთი - 77, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 40, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 368 022-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 პირი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 353 231-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 5 335 პირი ემსხვერპლა.

ინფიცირების აქტიური შემთხვევა არის 9 430 საიდანაც 2 771 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 607 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი.

620 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 6 039 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 118 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 7 065 პირი.
| Print |