COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 043 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 652, აჭარა - 59, იმერეთი - 61, ქვემო ქართლი - 62, შიდა ქართლი - 38, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58, კახეთი - 60, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 373 728-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 841 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 357 090-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 415 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 198 საიდანაც 3 139 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 672 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 170 პირი. 

906 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 153 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 536 ადამიანი.
| Print |