COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ს ინფორმაციის თანახმად, 24 საათში ჩატარდა 23 895 კვლევა. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 108 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 673, აჭარა - 74, იმერეთი - 75, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 31, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 86, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16.

შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 374 836-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 714 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 357 804-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 421 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 585 საიდანაც 3 285 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 691 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 171 პირი. 

936 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 364 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 7 993 მოქალაქე.

| Print |