COVID19
,,ბრიტანული" და ,,ინდური" შტამით ინფიცირებული 3 ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
3 ახალშობილი, რომელთაგან ერთს პირველადი სპეციფიური PCR კვლევით ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, ხოლო მეორეს „ბრიტანული“, კვლავ მძიმე მდგომარეობაშია, -ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე აცხადებს. რაც შეეხება მესამე ბავშვს, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მისი კვლევა ამჟამად არ მიმდინარეობს.

მაია ჩხაიძის თქმით, ბავშვი, რომელსაც „ინდური“ შტამი დაუდასტურდა, ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოიყვანეს.

„სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ისევ მართვით სუნთქვაზე რჩებიან. ბავშვი, რომელსაც პირველადი სპეციფიური PCR კვლევით ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურა, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს, სოხუმის კლინიკაში იწვა და იქიდან არის გადმოყვანილი“,-განაცხადა ჩხაიძემ.

საბოლოო პასუხის მისაღებად, კორონავირუსზე ორივე ბავშვს ამოწმებენ, მათი კვლევის შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

წყარო: ინტერპრესნიუსი
| Print |