COVID19
ბავშვების ვაქცინაციაში ჩართვა ჯერჯერობით არ იგეგმება - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, ბავშვების ვაქცინაციაში ჩართვა არ იგეგმება. როგორც მან ვებინარზე აღნიშნა, ამ ეტაპზე საუბარია 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების აცრაზე.

,,ბავშვების ვაქცინაციაში ჩართვა ჯერჯერობით არ იგეგმება. ჯერჯერობით, არცერთ ქვეყანას ბავშვების ვაქცინაცია არ დაუწყია. ერთადერთი, ჩინელებს აქვთ „სინოვაკზე“ დიდი, მესამე ფაზის კვლევა, სადაც 3 წლის ზემოთ ბავშვები აცრეს, კარგი შედეგით. ჯერ საუბარია მოზარდებზე, 12-დან 15 წლის ასაკში“
,-განაცხადა გამყრელიძემ.


ასევე, შეგიძლიათ ნახოთ

,,ბრიტანული" და ,,ინდური" შტამით ინფიცირებული 3 ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
| Print |