COVID19
ვაქცინაციის პროცესში ბავშვებიც ჩაერთვებიან
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში შესაძლოა ბავშვები ჩაერთონ. ინიციატივით ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მას შემდეგ გამოვიდა, რაც ქვეყანაში, ე.წ. დელტა შტამით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა და მცირეწლოვნებზეც გავრცელდა.

ბავშვების ვაქცინაციის აუცილებლობაზე ალაპარაკდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც.

ჯერჯერობით ზუსტი თარიღი როდიდან და რომელი ვაქცინაციით უნდა დაიწყოს ბავშვების აცრა უცნობია.

შეგახსენებთ, ციციშვილის კლინიკაში 3 ახალშობილი კოვიდინფიცირებულია. მათგან ერთს დელტა შტამი, იგივე ინდური ვარიანტი დაუდასტურდა. სამივეს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
| Print |