COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 364 შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ს ინფორმაციის თანახმად, ჩატარდა 33 629 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 364 ახალი დადასტურებული შემთხვევა. თბილისი 811, აჭარა - 81, იმერეთი - 134, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 48, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36, კახეთი - 83, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.

დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 376 200-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 423 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 358 227-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 443 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 504 საიდანაც 3 364 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 694 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი. 

909 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 231 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 77 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 8 217 პირი.
| Print |