COVID19
საქართველოში კორონავირუსის 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარდა 14 200 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 659 ახალი დადასტურებული შემთხვევა. თბილისი 441, აჭარა - 75, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 17, გურია - 1, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 29, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 11. 

შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 377 811-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 713 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 359 939-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 468 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 378 საიდანაც 3 740 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 729 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 170 პირი.

902 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 736 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 8 447 პირი.
| Print |