COVID19
კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 862 ახალი დადასტურებული შემთხვევა. თბილისი 1 136, აჭარა - 98, იმერეთი - 164, ქვემო ქართლი - 104, შიდა ქართლი - 56, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 115, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 379 673-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 619 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 360 558-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 479 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 610 საიდანაც 3 705 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 

მძიმე პაციენტია 728 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი. 

924 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი. 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 005 ადამიანი.
| Print |