COVID19
საქართველოში, ერთ დღეში 1 663 ახალი კოვიდინფიცირებულია
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარდა 35 559 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 663 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

თბილისი 988, აჭარა - 107, იმერეთი - 121, ქვემო ქართლი - 95, შიდა ქართლი - 55, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 71, კახეთი - 122, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.

საერთო რაოდენობა შეადგენს 381 336-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 769 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 361 327-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 492 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 491 საიდანაც 3 753 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 721 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პირი.

952 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 9 786 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 9 467 პირი.
| Print |