COVID19
1653 ინფიცირებული და 13 გარდაცვლილი - 16 ივლისის კოვიდსტატისტიკა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 466 პაციენტი, ხოლო 13 გარდაიცვალა.

16 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 384 387
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 362 957
მათ შორის გარდაცვლილი – 5516
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 34800, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18765, PCR ტესტით – 16035
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,75%, ბოლო 14 დღის – 4,31%, ბოლო 7 დღის – 4,67%
სულ აცრილია – 334199, დღიურად აცრილია – 8448
კარანტინის რეჟიმში – 52
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4001
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1016

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 516 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 980 შემთხვევა, აჭარა - 118, იმერეთი - 155, ქვემო ქართლი - 96, შიდა ქართლი - 48, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 72, კახეთი - 94, მცხეთა-მთიანეთი - 39, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 888 საიდანაც: 4 001 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 457, აჭარაში - 191, იმერეთში - 460. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 780 პირი, მათ შორის, თბილისში - 422, აჭარაში - 34, იმერეთში -161. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან თბილისში - 138 აჭარაში - 3, იმერეთში - 10. 1 016 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 - თბილისში, 268- აჭარაში. 10 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 952 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 703 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 877, პირი, აჭარაში - 1 182, იმერეთში - 1 086.
| Print |