COVID19
საქართველოში კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ს მიხედვით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 848 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან თბილისი 487, აჭარა - 94, იმერეთი - 46, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 25, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 35, კახეთი - 64, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 388 329-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 231 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 366 250-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 566 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 487 საიდანაც 4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 859 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 186 პირი.

1 092 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 10 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 12 130 პირი.

| Print |