COVID19
საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ს ინფორმაციის თანახმად, ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 616 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 1 557, აჭარა - 205, იმერეთი - 191, ქვემო ქართლი - 117, შიდა ქართლი - 115, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 128, კახეთი - 152, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21. 

დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 390 945-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 367 130-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 592 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197 საიდანაც 4 495 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 855 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი.

1 120 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 12 582 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 720 პირი.

| Print |