COVID19
საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევაა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, კორონავირუსისგან 1 410 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 369 483-მდე.

ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 395 621-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5636 პირი ემსხვერპლა.
| Print |