31 ივლისიდან ფაიზერით აცრას ბორჯომშიც შეძლებენ
დღეიდან, ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ეზოში სპეციალური კარავი განთავსდა. ეს იქნება ცალკე გამოყოფილი სივრცე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინაციას ჩაიტარებენ.
ხვალიდან, 31 ივლისიდან, აცრის შემდეგ, მოქალაქეებს, ექიმებისა და ექთნების მეთვალყურეობის ქვეშ შეეძლებათ ვაქცინაცის შემდგომ კარავში დაყოვნება.
ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორის განცხადებით, ხვალიდან, 31 ივლისიდან სინოფარმისა და სინოვაკის გარდა, მოქალაქეებს ვაქცინაცია ფაიზერითაც შეეძლებათ.
სამივე ვაქცინით აცრის შემთხვევაში, მოქალაქეები სპეციალურად გამოყოფილ კარავში გაივლიან დაყოვნებას.
ინფორმაციას, ტელეკომპანია ,,ბორჯომი" ავრცელებს.