COVID19
დელტა შტამით ინფიცირებულ 1 ადამიანს საშუალოდ 8-9 პირის ინფიცირება შეუძლია - CDC
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის [CDC] მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, კორონავირუსის ე.წ. დელტა შტამი უფრო მძიმე ავადობას იწვევს, ვიდრე ტრადიციული ვარიანტი, ასევე ის ჩუტყვავილასავით გადამდებია.
CDC-ის ინფორმაციით, ვაქცინირებული ადამიანები შესაძლოა ისევე ავრცელებდნენ ვირუსის ე.წ. დელტა ვარიანტს, როგორც აუცრელები.
CDC-ს დირექტორი დოქტორი ვალენსკი ამბობს, რომ ვითარება სერიოზულია. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ადვილად გადამდები ვირუსია, რაც კი ჩვენთვისაა ცნობილი.
გარდა ამისა, CDC გეგმავს, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის გაიდლაინში ცვლილებების შეტანას. კერძოდ, შესაძლებელია პირბადის ტარების ვალდებულება დაეკისროს ორჯერადად აცრილ პირებს დახურულ სივრცეებში. ასეთი დაწესებულებები იქნება სკოლებიც, სადაც ყოველთვის ნიღბები უნდა ეკეთოთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.
დოკუმენტების მიხედვით, კორონავირუსის ე.წ. დელტა შტამით ინფიცირებულ 1 ადამიანს საშუალოდ 8-9 პირის ინფიცირება შეუძლია.
,,თუ ვაქცინირებული ადამიანს ვირუსის ეს ვარიანტი შეეყრება, ორგანიზმში ვირუსის ისეთივე კონცენტრაცია შეიძლება ჰქონდეთ, როგორც აუცრელებს. რაც ნიშნავს, რომ ისინი დაავადებას ისევე გაავრცელებენ, როგორც აუცრელი პირები", - ამბობს ვალენსკი.
მიუხედავად ამისა ვაქცინები 90%-ით ამცირებს დაავადების მძიმე მიმდინარეობის შანსებს, მაგრამ ნეკლებეფექტური შეიძლება იყოს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით.
დოკუმენტების თანახმად, ე.წ. დელტა ვარიანტი შესაძლოა დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობასაც იწვევდეს.
CDC-ის დოკუმენტები, თავდაპირველად The Washington Post-მა გამოაქვეყნა.
გააზიარეთ :