COVID19
საქართველოში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 ადამიანი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ჩატარდა 23 439 კვლევა ტესტით. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 236 ახალი შემთხვევა. აქედან თბილისი 946, აჭარა - 499, იმერეთი - 177, ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 90, გურია - 38, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 126, კახეთი - 165, მცხეთა-მთიანეთი -56, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 450 149-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 146 პირი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 403 762-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 128 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 233 საიდანაც 6 641 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 328 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი.

2 552 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 31 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 712 პირი.
| Print |