COVID19
საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 958, აჭარა - 538, იმერეთი - 319, ქვემო ქართლი - 115, შიდა ქართლი - 80, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი - 297, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ერთ დღეში, კორონავირუსს კიდევ 30 ადამიანი ემსხვერპლა. ამავე პერიოდში 4 119 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 25 730 ტესტი ჩატარდა.
| Print |