COVID19
ახალციხეში კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 74 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 69 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა.

24 საათში რეგიონში ვირუსის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 6 ადიგენი, 3 ასპინძა, 27 ახალციხე, 3 ახალქალაქი, 35 ბორჯომი და 1 ნინოწმინდა. სულ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 466-ია.

კოვიდ კლინიკაში 165 პაციენტი მკურნალობს.

თვითიზოლაციაში იმყოფება 1 174 პირი, აქედან ადიგენი - 148, ასპინძა - 120, ახალციხე - 234, ახალქალაქი - 265, ბორჯომი - 284, ნინოწმინდა - 123 პირი.
24 საათში გამოჯანმრთელდა 98 პაციენტი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 7 868.

ერთ დღეში აიცრა 212 მოქალაქე, რეგიონში 13 444 აცრა ჩატარდა.

| Print |