COVID19
აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა კოვიდინფიცირებული პაციენტები მიიღო
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის საწოლფონდი 255-მდე გაიზარდა. რეგიონში ოთხ კოვიდკლინიკას აბასთუმნის ფილტვის ცენტრი და აქ მობილიზებული 76 საწოლი დაემატა. დირექტორის რევაზ ჟღენტის თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში უკვე ექვსი მსუბუქი სიმძიმის პაციენტი მკურნალობს, რომლებიც ახალციხის კლინიკა „იმედიდან“ გადაიყვანეს.

„შედარებით, სტაბილურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები არიან, რომლებსაც სიღრმისეული ჩარევები არ სჭირდებათ. რომ შემსუბუქებულიყო კლინიკა „იმედი“, რომელიც მათ ადგილზე უფრო მძიმე პაციენტებს მიიღებს, მსუბუქი პირები გადმომისამართდნენ ჩვენთან. რეანიმაცია და ინტენსიური არ არის, ეს პაციენტები დაკვირვებას და სიმპტომატურ მკურნალობას საჭიროებენ“.

23 აგვისტოს მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთის კლინიკებში 165 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

| Print |