COVID19
კორონავირუსით ერთ დღეში 60 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. თბილისში გამოვლენილია 2 302 შემთხვევა, აჭარა - 629, იმერეთი - 803, ქვემო ქართლი - 376, შიდა ქართლი - 381, გურია - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 412, კახეთი - 537, მცხეთა-მთიანეთი - 165, სამცხე-ჯავახეთი -77, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 85.

გასულ 24 საათში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 891 პირი ემსხვერპლა. 

ამავე პერიოდში 4 777 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
| Print |