COVID19
ბორჯომში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 75 გახდა. ვირუსს ბორჯომის მუნიციპალიტეტში 93 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში ვირუსის 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 14 ადიგენში, 7 ასპინძაში, 22 ახალციხეში, 3 ახალქალაქში, 27 ბორჯომსა და 4 ნინოწმინდაში. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა რეგიონში 8 543 გახდა. 

24 აგვისტოს მდგომარეობით, რეგიონის კოვიდკლინიკებში 176 პაციენტი მკურნალობს. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონში გამოჯანმრთელდა 102 პაციენტი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 970 გახდა. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 1170 პირი, აქედან ადიგენი - 146, ასპინძა - 112, ახალციხე - 262, ახალქალაქი - 239, ბორჯომი - 299, ნინოწმინდა - 112 პირი.

ერთ დღეში, რეგიონში აიცრა 802 პირი. სამცხე-ჯავახეთში სულ 14 246 აცრა ჩატარდა.
| Print |