COVID19
ახალციხეში კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა
კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც ახალციხის კლინიკა „იმედში“ მკურნალობდა, დღეს, 25 აგვისტოს გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. კლინიკური მენეჯერის მზია კაკოშვილის თქმით, პაციენტს კოვიდთან ერთად, ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, 70 წლამდე ქალი კლინიკაში დაახლოებით, 10 დღის წინ მოათავსეს, სამი დღე კი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კლინიკა "იმედში" ამ დრომდე რჩება გარდაცვლილის ქმარი. 

სამცხე-ჯავახეთში ვირუსს უკვე 76 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

| Print |