COVID19
ერთ დღეში, ბორჯომში სამი კოვიდპაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა სამცხე-ჯავახეთში 79 გახდა. ერთ დღეში, ბორჯომში ვირუსს სამი პაციენტი ემსხვერპლა. 89 წლის ქალი, 86 და 70 წლის მამაკაცები სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ.
დღესვე, კორონავირუსით ახალციხეში ქალი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე, რეგიონის კოვიდკლინიკებში 160 პაციენტი მკურნალობს. ერთ დღეში, სამცხე-ჯავახეთში ვირუსის 90 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 15 ადიგენში, 4 ასპინძაში, 17 ახალციხეში, 9 ახალქალაქში, 43 ბორჯომში და 2 ნინოწმინდაში. სულ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 633-ია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 104 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8 074 გახდა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 1 259 პირი, აქედან ადიგენში - 162, ასპინძაში - 115, ახალციხეში - 306, ახალქალაქში - 267, ბორჯომში - 297, ნინოწმინდაში - 112 პირი.
ერთ დღეში სამცხე-ჯავახეთში აიცრა 682 პირი. სულ რეგიონში 14 928 აცრაა ჩატარებული.
გააზიარეთ :