COVID19
საქართველოში კორონავირუსით 79 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან თბილისი 1 540 შემთხვევა, აჭარა - 494, იმერეთი - 462, ქვემო ქართლი - 312, შიდა ქართლი - 274, გურია - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 334, კახეთი - 361, მცხეთა-მთიანეთი - 102, სამცხე-ჯავახეთი -99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 532 171-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 028 პირი ემსხვერპლა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 611 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 468 917.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 200 საიდანაც 7 357 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 563 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი. 

3 348 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 45 495 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 129 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 879 პირი.
| Print |