სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევაა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 10 ადიგენში, 4 ასპინძაში, 30 ახალციხეში, 4 ახალქალაქში, 49 ბორჯომში და 3 ნინოწმინდაში. სულ ინფიცირებულთა რაოდენობაა 8 832.
24 საათში გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი და რეგიონში სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8 276 გახდა.
კოვიდ კლინიკაში 164 პაციენტი მკურნალობს.
თვითიზოლაციაში იმყოფება 1 225 პირი, აქედან ადიგენი - 163, ასპინძა - 89, ახალციხე - 294, ახალქალაქი - 288, ბორჯომი - 281, ნინოწმინდა - 110 პირი.
რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით 80 პირია გარდაცვლილი.
26 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთში აიცრა 494 პირი. სულ ჩატარებული აცრების რაოდენობა 16 232-ია.