COVID19
ცოლის დაკრძალვაზე ქმარი გარდაიცვალა - კორონავირუსის მსხვერპლი ახალციხეში
ახალციხის კლინიკა "იმედში" კიდევ ორი კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ერთი მამაკაცი წუხელ, მეორე კი დილით დაიღუპა.

ერთ-ერთი გარდაცვლილი კლინიკაში ცოლთან ერთად მკურნალობდა. ქალი ორი დღის წინ გარდაიცვალა, დღეს, 28 აგვისტოს, მისი დაკრძალვის დღეს კი ქმარიც დაიღუპა.

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 82 გახდა.
| Print |