COVID19
საქართველოში კორონავირუსით 79 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 778 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 1 888, აჭარა - 423, იმერეთი - 608, ქვემო ქართლი - 244, შიდა ქართლი - 364, გურია - 146, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 405, კახეთი - 438, მცხეთა-მთიანეთი - 159, სამცხე-ჯავახეთი - 67, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 549 811-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 408 პირი ემსხვერპლა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 753 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 493 414.

ამ ეტაპზე 7 457 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 650 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი.

2 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 38 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 47 688 პირი.
| Print |