COVID19
2 გარდაცვლილი, 67 ინფიცირებული - კოვიდსტატისტიკა რეგიონში
სამცხე-ჯავახეთში, ერთ დღეში კორონავირუსს კიდევ ორი პაციენტი ემსხვერპლა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარდაიცვალა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 89 წლის მამაკაცი და 81 წლის ქალი. რეგიონში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 86 გახდა. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა 67 ახალი შემთხვევა, აქედან 15 ადიგენი, 6 ასპინძა, 17 ახალციხე, 2 ახალქალაქი, 24 ბორჯომი, 3 ნინოწმინდა. 

სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 9 095-ია. 

კოვიდ კლინიკაში 172 პაციენტი მკურნალობს. 

24 საათში გამოჯანმრთელდა 101 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8 680 გახდა. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 940 პირი, აქედან ადიგენი - 120, ასპინძა - 85, ახალციხე - 263, ახალქალაქი - 176, ბორჯომი - 240, ნინოწმინდა - 56 პირი. 

ერთ დღეში აიცრა 647 მოქალაქე. რეგიონში სულ 18 114 აცრაა ჩატარებული.
| Print |