COVID19
რა ვიცით ახალი სამხრეთ აფრიკული შტამის C.1.2-ის შესახებ?
COVID 19-ის ახალი სამხრეთ აფრიკული შტამი C.1.2 წელიწადში მუტაციას 41-ჯერ განიცდის, რაც სხვა შტამებზე 1,7-ჯერ სწრაფია. ამის შესახებ thehealthsite.com იუწყება.

C.1.2 შტამი სამხრეთ აფრიკაში პირველად 2021 წლის მაისში აღმოაჩინეს. ახლა ის აფრიკის, ევროპის, აზიის და ოკეანიის დიდ ტერიტორიაზე გავრცელებული.

ექსპერტები შიშობენ, რომ ამ შტამს მომავალში პანდემიის კიდევ ერთი ტალღის გამოწვევა შეუძლია. ის C.1-ის ვარიანტისგან წარმოიქმნა, რომელმაც სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღა გამოიწვია. ახალი შტამი კი ორგანიზმში შეღწევის უფრო მაღალ შესაძლებლობას ატარებს და იმუნიტეტის მიმართ უფრო გამძლეა.

ალფა, ბეტა და გამა შტამებმა, ასევე, საკუთარი „გენომების ხაზი“ შექმნეს, ანუ ისინი მუტაციას დამოუკიდებლად, საკუთარი ვექტორით ახორციელებენ. ზოგჯერ მუტაციის კოდი ყველა შტამისთვის ერთნაირია, ზოგ შემთხვევაში ის სხვადასხვაგვარია. ასე მაგალითად ვირუსის გადაჯაჭვის კოდი - D614G ყველა ვარიანტში გვხვდება, E484K და N501Y ბეტა და გამა შტამებში შეინიშნება, ხოლო ალფა და ბეტა შტამებს საკუთარი გადაჯაჭვის კოდი - E484K და N501Y გააჩნიათ.

ინდოელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, გენომების ახალი სუბ-ხაზი ინდურ, ანუ დელტა ვარიანტსაც დაუფიქსირდა. მას AY.12 კოდი მიენიჭა.

ახალი სამხრეთ აფრიკული ვარიანტით ინფიცირების შემთხვევაში ექსპერტები რამდენიმე ძირითადად კლინიკურ გამოვლინებას ასახელებენ. ესენია:

სურდო

ძლიერი ხველა

ყელის ტკივილი

სხეულის ტკივილი

ყნოსვის და გემოს გაქრობა

კუნთების კრუნჩხვები

თვალების სიწითლე

დიარეა


ვირუსისგან დაცვის საშუალებაა პირბადის ტარება, ხელების დეზინფექცია და სოციალური დისტანციის დაცვა.
| Print |