COVID19
1 გარდაცვლილი და 86 ინფიცირებული - სამცხე-ჯავახეთის კოვიდსტატისტიკა
სამცხე-ჯავახეთში, ერთ დღეში კორონავირუსს ერთი პაციენტი ემსხვერპლა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარდაიცვალა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 75 წლის ქალი ემსხვერპლა. რეგიონში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 87 გახდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა 86 ახალი შემთხვევა, აქედან 11 ადიგენი, 5 ასპინძა, 30 ახალციხე, 3 ახალქალაქი, 34 ბორჯომი, 3 ნინოწმინდა.

კოვიდ კლინიკაში 164 პაციენტი მკურნალობს.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 72 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 908 ადამიანი, მათ შორის: ადიგენში - 114; ასპინძაში - 81; ახალციხეში -259; ახალქალაქში - 156; ბორჯომში - 256; ნინოწმინდაში - 42.

1–ელი სექტემბრის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 181 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 8 783 პაციენტი, გარდაიცვალა – 87.

24 საათის განმავლობაში აიცრა 579 ადამიანი, ჯამში ვაქცინირებულია 18 693 პირი.

| Print |