COVID19
ასპინძაში კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა
კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც ნინოწმინდის კლინიკაში მკურნალობდა, დღეს, 2 სექტემბერს გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მათთან კ.ხ. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომით შევიდა. ოთხი დღის წინ კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მამაკაცი მცხეთის კლინიკაში გადაიყვანეს. 

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, 70 წლამდე მამაკაცი ნინოწმინდის კლინიკაში დაახლოებით, 10 დღის წინ მოათავსეს, ბოლო სამი დღის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ იყო შეფასებული. 

კოვიდინფექციით გარდაცვლილი მამაკაცი სინოფარმის ვაქცინის ერთი დოზით იყო აცრილი.

სამცხე-ჯავახეთში ვირუსს უკვე 88 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
| Print |