COVID19
ერთ დღეში 74 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 210 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 564 837-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.27% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.33%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 587 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 514 768.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 806 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 210 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 865 შემთხვევა, აჭარა - 223, იმერეთი - 336, ქვემო ქართლი - 143, შიდა ქართლი - 99, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 164, კახეთი - 225, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.
| Print |