COVID19
საქართველოში კორონავირუსით 61 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 საათში კიდევ 61 ადამიანი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში 4 905 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 415 შემთხვევა, აჭარა - 147, იმერეთი - 175, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 46, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 94, კახეთი - 73, მცხეთა-მთიანეთი - 40, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.
| Print |