COVID19
საქართველოში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში, 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 965 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან თბილისი 651, აჭარა - 201, იმერეთი - 288, ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 150, გურია - 82, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 168, კახეთი - 161, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 567 922-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 996 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 523 669.

კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 917 პირი ემსხვერპლა.

6 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 559 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 405 პირი. 

2 152 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 27 392 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 97 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 31 111 პირი.
| Print |