COVID19
საქართველოში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 571 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 918, აჭარა - 224, იმერეთი - 414, ქვემო ქართლი - 195, შიდა ქართლი - 172, გურია - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 204, კახეთი - 242, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 570 493-ს.

ერთ  დღეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 668 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 527 337.

კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 977 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე 6 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 512 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პაციენტი. 

2 072 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 61 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 86 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 29 159 პირი.
| Print |