COVID19
სამცხე-ჯავახეთში 2 კოვიდინფიცირებული პირი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 91 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ ორი პირი ემსხვერპლა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში 72 წლის მამაკაცი და 76 წლის ქალი გარდაიცვალა.

ამის გარდა, რეგიონში ახალი ინფიცირების 49 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 5 ადიგენში, 1 ასპინძაში, 16 ახალციხეში, 3 ახალქალაქში, 22 ბორჯომში და 2 ნინოწმინდაში.

სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 9 562 გახდა.

ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 75 პაციენტი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9 335-ია.

255 ადგილიან კოვიდ კლინიკებში მკურნალობს 135 პაციენტი. 

რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში იმყოფება 915 პირი. კვლევაში რჩება 235 ნიმუში.

ერთ დღეში, სამცხე-ჯავახეთში აიცრა 713 პირი. რეგიონში სულ ჩატარებული აცრების რაოდენობაა 22 175.

| Print |