COVID19
64 ახალი ინფიცირებული და 26 გამოჯანმრთელებული - რეგიონის კოვიდსტატისტიკა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 11 ადიგენში, 3 ასპინძაში, 15 ახალციხეში, 8 ახალქალაქში, 25 ბორჯომსა და 2 ნინოწმინდაში. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 9 858 გახდა.

კოვიდ კლინიკაში 122 პაციენტი მკურნალობს.

24 საათში გამოჯანმრთელდა 26 პირი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა რეგიონში 9 781 გახდა.

თვითიზოლაციაში იმყოფება 759 პირი, აქედან ადიგენი - 71, ასპინძა - 46, ახალციხე - 159, ახალქალაქი - 189, ბორჯომი - 144, ნინოწმინდა - 150 პირი.ვირუსს სამცხე-

ჯავახეთში 97 პირი ემსხვერპლა.

ერთ დღეში აიცრა 587 პირი, სულ რეგიონში 26 567 აცრა ჩატარდა.
| Print |