COVID19
43 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა - 19 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 920 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 141 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 779 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 595 264-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.55%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.19% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.89%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 954 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 559 996.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 541 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 522 შემთხვევა, აჭარა - 101, იმერეთი - 226, ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 70, გურია - 47, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 181, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.
| Print |