COVID19
10 ინფიცირებული და 23 გამოჯანმრთელებული - კოვიდსტატისტიკა რეგიონში
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 10 020 გახდა. 24 საათში რეგიონში 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1 ადიგენში, 2 ასპინძაში, 1 ახალციხეში,
1 ახალქალაქში, 2 ბორჯომსა და 3 ნინოწმინდაში. 

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 124 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 23 პირი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გახდა 9 930. 

რეგიონში ვირუსს 100 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერთ დღეში აიცრა 96 პირი, სულ სამცხე-ჯავახეთში ჩატარებული აცრის რაოდენობაა 29 051. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 634 პირი, აქედან ადიგენი - 69, ასპინძა - 52, ახალციხე - 142, ახალქალაქი - 167, ბორჯომი - 141, ნინოწმინდა - 63 პირი.
| Print |