COVID19
Covid19 საქართველოში კიდევ 27 პირი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 277 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 302 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 975 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 663 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 607 155-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.99%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.48% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.01%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 383 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 578 881.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 844 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 663 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 245 შემთხვევა, აჭარა - 48, იმერეთი - 123, ქვემო ქართლი - 28, შიდა ქართლი - 19, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58, კახეთი - 101, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
| Print |
თეგები: COVID19 / საქართველო /