2 185 ინფიცირებული და 40 გარდაცვლილი - კოვიდსტატისტიკა საქართველოში
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 185 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან თბილისი 584, აჭარა - 121, იმერეთი - 392, ქვემო ქართლი - 153, შიდა ქართლი - 148, გურია - 46, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 215, კახეთი - 413, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.
შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 609 340-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 010 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 580 891.
კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 884 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე 4 360 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 066 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 286 პირი.
744 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 14 435 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, თვითიზოლაციაშია 15 792 პირი.